logo
ENG



ცერცვაძე: აქციებს ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები აქეზებენ, პოპულისტური მოთხოვნებია

26 იან 202120:26
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე: აქციებს ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები აქეზებენ, პოპულისტური მოთხოვნებია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამარტული აქციები ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების მიერ. ცერცვაძის თქმით, ყველა შეზღუდვის დაუყოვნებლივ მოხსნა, ეპიდემიის ახალ ტალღების აფათქებას გამოიწვევს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სახელმწიფო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნით ცდილობს, რომ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს.

"დავუშვათ, მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები, ალბათ, სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგარიჟებული წრეების, ტელევიზიებისა და ადამიანების მიმართ, რომლებიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს - მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა. კი, ბატონო, განცხადების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა რომ დაუყოვნებლივ მოიხნას, მსოფლიოს პრაქტიკით, ამას მოყვება ეპიდემიის ტალღების ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით დაგვარტყამს უკან და აიძულებს ქვეყანას, იგივე ადამიანებს, ვინც დღეს ყველაფრის გახსნას ითხოვენ რომ ხელახლა ჩაიკეტონ", - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში ცერცვაძემ. 

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეები უკვე მეორე დღეა აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად რამდენიმე თვეა უმუშევრად არიან დარჩენილები. მოქალაქეები ითხოვენ ტრანსპორტის და სკოლების, ასევე ტურიზმის გახსნას, კომენდანტის საათის მოხსნას. 

ამასთან, შეხვედრა შედგა ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამთო სათხილამურო კურორტები 1-ელ თებერვლამდე არ გაიხსნება. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ იჯარის გადასახადის გადახდა ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, მათი თქმით, სასაიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ზამთრის კურორტების გახსნა.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა