logo
ENG



ცერცვაძე: რემდესივირს საქართველო, სავარაუდოდ, 25 ოქტომბრისთვის მიიღებს

13 ოქტ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 
i444cu9oqnbd9fj.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, კოვიდინფიცირებულებისთვის საქართველო ანტივირუსულ პრეპარატ რემდესივირს, სავარაუდოდ, 25 ოქტომბრისთვის მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"რემდესივირზე საქმე ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. სავარაუდოდ, 25 რიცხვისთვის იქნება, თუ უფრო ადრე არა. საქართველო იქნება პირველი, ზოგიერთი წამყვანი ქვეყნის შემდეგ, რომელიც ამ მედიკამენტს გამოიყენებს ყველა მძიმე ავადმყოფზე', - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 


close დახურვა