თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული მედპერსონალი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია.
„დაუდასტურებელი ინფორმაციით, მედპერსონალი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია“, - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 103 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით და აქედან ერთდერთი მედპერსონალია.
ამავდროულად, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 20 აღწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.