logo
ENG



ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ ტემპზე: აუხსნელია მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის ფონზეც

16 ოქტ 202113:13
3 წუთის საკითხავი
 
ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ ტემპზე: აუხსნელია მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის ფონზეც

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის ფონზეც ვაქცინაციის ასეთი დაბალი მაჩვენებლი აუხსნელია. 

"ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება მიჭირს, საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ. ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. სიკვდილიანობის დიდი ალბათობაა და შეიძლება გადავაჭარბოთ მეოთხე ტალღას. ვაქცინაციის აქტივობა კი 4000-დან 6000-მდე მერყეობს. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამე საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი", - აცხადებს ცერცვაძე. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი. 

16 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 906 882 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 009 387 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35,5 %, სრულად ვაქცინირებულია 897 299 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31,4%. 15 ოქტომბერს მხოლოდ 6 673 ადამიანი აიცრა. 


close დახურვა