logo
ENG



ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.46%-ია

04 ოქტ 202517:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/04/l8hf9fwnzks5484.jpg

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 17:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 1 175 817 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 33.46%-ია.

ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით თბილისში 273 929 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.25%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მონაცემებით თბილისში 391 975 ამომრჩეველი იყო მისული - 39.1%.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 41.35% იყო - 1 446 218 ამომრჩეველი.

ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.


close დახურვა