საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს COVID-19 დაუდასტურდა.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად მკაცრად იცავს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომ ერთეული კონკურსანტების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ამ ეტაპზე რამე სახის საშიშროება არ არსებობს.
"საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს". - აცხადებს ცესკო.