logo
ENG



ცესკო: ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა

02 ოქტ 202120:56
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა
ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა. მანამდე ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გათიშეს.

"ელექტროენერგია, კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და შესაბამისად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე; რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს; აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა