logo
ENG



ცესკო - აქტივობა 12:00-ზე: 2020-ის II ტური - 8.29%; I ტური - 19.41%; 2016 წლის II ტური - 12.71%

21 ნოე 202013:23
3 წუთის საკითხავი
clock 1531
2020/11/21/98j4q8d7ytc71er.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 8.29%-ს შეადგენს. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 12:00 საათისთვის აქტივობა 19.41% იყო. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე - 12.71%. 

დღეს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების II ტური ტარდება. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვს. 

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 


close დახურვა