logo
ENG



ცესკო - აქტივობა 12:00 საათზე: 2021 წელს 17.72%; 2020 წელს - 19.41%; 2017 წელს - 16.5%

02 ოქტ 202113:14
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო - აქტივობა 12:00 საათზე: 2021 წელს 17.72%; 2020 წელს - 19.41%; 2017 წელს - 16.5%
ვახო ქარელი/ფორმულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 17.72%. 

ეს 619 562 ამომრჩეველია. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს აქტივობა 19.41% იყო;

2017 წელს - 16.5%

2016 წელს - 19.81%

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა. 

ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


close დახურვა