ცესკო ისევ ახალი თავმჯდომარის გარეშე. ქართულ ოცნებას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტის წარდგენილი ორი კანდიდატის შესახებ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. გიორგი კალანდარიშვილს ხელისუფლებამ უკვე ორჯერ გაუგრძელა ვადა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტთან ვაჭრობს, რაც მიზნად ისახავს ახალი, ოცნებისთვის სასურველი კანდიდატების წარდგენას.