logo
ENG



ცესკოს განკარგულებით, ახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება

26 ნოე 202115:06
3 წუთის საკითხავი
 
ცესკოს განკარგულებით, ახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალ საკრებულოთა პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება.

ცესკომ არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულება გუშინ, 25 ნოემბერს გამოსცა.

ცნობისთვის, დღეს ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.

ახალი ბიუჯეტებით ხელფასები გაეზარდათ მერებსა და მათ მოადგილეებს. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი საკრებულო ამ დრომდე მიზანმიმართულად არ მოიწვიეს, რათა ფინანსური დოკუმენტი სურვილისამებრ დაემტკიცებინათ. ოპოზიციის შეფასებით, ეს პროცესი არალეგიტიმურია.


close დახურვა