logo
ENG



ცესკოში პარტიების რეგისტრაცია დასრულდა, სიების წარდგენის ბოლო ვადა 1-ლი ოქტომბერია

05 სექ 202019:36
3 წუთის საკითხავი
clock 885

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი გუშინ, 4 სექტემბერს დასრულდა. 

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ახლა მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - პარტიებმა პროპორციული სიები უნდა წარადგინონ. ამისთვის ვადა 1-ლ ოქტომბრამდე აქვთ. 

ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიული სიების შემოწმებას დაიწყებს. 

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს - მათ მაჟორიტარობის კანდიდატები ასევე 1-ლ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

ასევე, ამოქმედდა გენდერული კვოტები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. 

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დანიშნული. 


close დახურვა