ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ბურუსით მოცული საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის, 7-წლიანი ტყვეობის დასასრული - ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებული, რომელიც 7 წლის წინ, დააკავეს, საპატიმროდან სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის საწოლიდან ვერ დგება და ჯერ ჯერობით არც საქმის საიდუმლო დეტალებზე საუბრობს. თუმცა გიორგი მამალაძე და მისი ოჯახი, დეკანოზის გამოჯანმრთელების შემდეგ, ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან და სიმართლის დამტკიცებას აანონსებენ. შაბათის ფორმულამ, გიორგი მალაძის 7-წლიანი ტყვეობის დასასრული შემდეგ, ოჯახთან გატარებული, თავისუფლების პირველი დღის, რამდენიმე ეპიზოდი გადაიღო, რადგან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტის საშუალებას ამ ეტაპზე არ იძლევა.
ციანიდის საქმე - შაბათის ფორმულა
17 თებ 202420:21
3 წუთის საკითხავი