logo
ENG



ცივი იარაღით შეიარაღებულ კაცს, სავარაუდოდ, თავდაცვის მიზნით ესროლეს - მკვლელობა ხაშურში

19 სექ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

ხაშურში გუშინ მომხდარი მკვლელობის დროს, 40 წლამდე კაცი, ბუხუტი წოწოლაშვილი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, წოწოლაშვილი თავის ყოფილ დამსაქმებელთან, სამშენებლო კომპანია "ელისში" გვიან ღამით, ცივი იარაღით შეიჭრა და იქ მყოფ პირებს ემუქრებოდა. ამის შემდეგ კომპანიის მენეჯერმა თავდაცვის მიზნით წოწოლაშვილის მისამართით გაისროლა და 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივების განცხადებით, წოწოლაშვილის ყოფილი დამსაქმებლისგან აინტერესებდა, რატომ გაათავისუფლეს იგი სამსახურიდან. ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი დამსაქმებლისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.


close დახურვა