logo
ENG



ცივილიზებული სამყარო საქართველოს გვერდით და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა

20 თებ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკა, ბრიტანეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები - მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს გვერდით და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა. უფრო ზუსტად, რამდენიმე თვის წინ ჩადენილი უპრეცედენტო დანაშაული გახსნილია - სახელმწიფო უწყებების საიტებზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე განხორციელებული შეტევის გამო კრემლი თითქმის მთელმა მსოფლიომ დაგმო და გააფრთხილა,  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკაკიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ საიტებზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოჩნდა, - წარწერით "I'll Be Back".

ექსპერტების თქმით, რუსული ჰიბრიდული ომის მასშტაბები დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა. სპეციალისტებს ახლა აინტერესებთ, რა ინფორმაცია მიიღო ოკუპანტმა სახელმწიფომ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ. 

შეგახსენებთ, საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა  2019 წლის 28 ოქტომბერს მოხდა . მთავარი სამიზნე სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. 


close დახურვა