logo
ENG



ცინიზმის მწვერვალი - ოპოზიცია სემეკის კანონპროექტს აფასებს

15 ივლ 202009:39
3 წუთის საკითხავი
 

„ცინიზმის მწვერვალია", - ასე შეაფასეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე სემეკის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ოთარ კახიძის განცხადებით, ცინიკურია, რომ ბაზარზე ჩარევის გამორიცხვის მიზნით, თავად სახელმწიფო ჩაერიოს გარიგებებში.

„ბაზარზე რომ არ იყოს ჩარევა, ამიტომ ვაკეთებთო - ცინიზმის მწვერვალია, ბაზარზე რომ ჩარევა არ იყოს, ამისთვის გინდათ ნებისმიერი გარიგების კონტროლი გქონდეთ", - 

გიგა ბოკერიას შეფასებით, კანონპროექტის ასეთი რედაქციით გატანა ჩაკეტავს ინვესტიციებს ამ სფეროში.

„ბატონ ნარმანიას სერიოზულად სჯერა, რომ ჩვენნაირი წარსულის, აწმყოზე არაფერს ვლაპარაკობ, ქვეყანაში ინვესტორი რომ იგებს, რომ მარეგულირებელს სასამართლოს გარეშე შეუძლია ჩაერიოს მის ბიზნესში, ფულს დახარჯავს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ კანონის მოქმედება არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 

„ცხარე დებატები მოჰყვა კანონპროექტს - მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით ნაწილების დაზუსტებაზე. სხვა გარემოებები, რომლებიც კანონპროექტში ორ ადგილას იყო, იქნება ამოღებული და გახდება უფრო მკაფიო. კანონის მოქმედება არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მოიწონეს - კანონპროექტის თანახმად, ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიები წილების გასხვისებამდე ვალდებულები იქნებიან, მარეგულირებლისგან მიიღონ თანხმობა.


close დახურვა