logo
ENG



ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია 1 ადამიანი

08 თებ 202110:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/08/4qat2nkbgmo11ma.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალს. სამართალდამცველებმა მომხდარზე 1990 წელს დაბადებული მოქალაქე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა