logo
ENG



ციციშვილის კლინიკაში 25 დღის ჩვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

04 სექ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა.

ის 25 დღის იყო. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ თქვა, რომ ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის.

8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვით სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა". - თქვა მან. 

ბავშვის კორონავირუსისგან დასაცავად აუცილებელია დედის აცრა, როგორც ორსულობის, ისე ძუძუთი კვების დროს. 

ვრცლად ორსულების და მეძუძური დედების აცრის შესახებ წაიკითხეთ აქ


close დახურვა