logo
ENG



ციხე-სოფელი მუცო ევროპაში საზოგადობის რჩეული გახდა

30 ოქტ 201908:55
3 წუთის საკითხავი
 
mkkdjqg86fs5ql0.jpg

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის", მისი რეაბილიტაციის პროექტს კი "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მიიღო. 

"ამით, მართლაც შედის მუცო ევროპის კულტურულ მემკვიდრეობაში. მგონი ყველასთვის ნათელი ხდება, რამდენად ახლოს ვართ კულტურულად ევროპასთან და რამდენად უცხო არ არის საქართველო ევროპისთვის. საინტერესოა, მაგრამ არა უცხო,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ჯილდო არის ძალიან მნიშვნველოვანი.

"უმნიშნლოვანესია, როცა "ევროპა ნოსტრამ" მთელი ევროპის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა საზოგადოების რჩეულ პროექტად არჩევისთვის და ევროპის მასშტაბით საზოგადოების პროექტად აირჩა მუცო,"-აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა.


close დახურვა