"საზოგადოება იმყოფება ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც დეზინფორმაცია ძალიან გააქტიურდა, მათ შორის ეთნიკური განსხვავებულობის მანიპულირების მცდელობით", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინსტრმა განაცხადა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საკონსულტაციო საბჭოს მესამე სხდომა ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ციხელაშვილის განცხადებით, სხდომაზე იმ ზომებზე ისაუბრეს, რომლითაც შესაძლებელი იქნება დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობის თავიდან აცილება.
"ვისაუბრეთ ასევე იმაზე, როგორ შეიძლება კიდევ უფრო აქტირუად იყვნენ მოქალაქეები ჩართულნი ამ კრიტიკულ ფაზაზე, როცა ვიწყებთ ეკონომიკური გახსნის პროცესსაც. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს არამხოლოდ ინფორმაცია, არამედ სერსვისიც, რაზეც პრემიერი საუბრობდა. ვისაუბრეთ გამოწვევებზე და პრობლემებზეც, რაც არსებობს და დაძლეული უნდა იქნეს. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ნეიტრალურ გარემოში და ფაქტობრივად ვართ ჰიბრიდული ომის პირობებში, როცა დეზინფორმაცია აქტირუადაა ჩართულ. ვისაუბრეთ იმ პირობებზეც, რომლის მეშვეობითაც თავიდან უნდა ავირიდოთ ნებისმიერი ასეთი სახის მცდელობა",-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ]]