შიმშილობის მე-10 დღეს ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაცია ფორმულას სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ დაუდასტურა.
ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს. მისივე თქმით, ის ამჟამად მხოლოდ წყალს სვამს.
სააკაშვილი მე-10 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.
3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ".