logo
ENG



ციხეში უფრო დიდი თავისუფლება აქვთ პატიმრებს, ვიდრე პარლამენტში მონა დეპუტატებს - ნადირაძე

02 დეკ 201907:32
3 წუთის საკითხავი
 
xh4baq2o2rq97xa.jpg

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე გვიან ღამით გაათავისუფლეს. მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან მას საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე ახლობლები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.  ნადირაძის თქმით, ის უკანონოდ იყო დაპატიმრებული.

„მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავი დაკავებული, დამიჯერეთ, ამ ოთხ კედელში უფრო დიდი თავისუფლება ჰქონდათ პატიმრებს, ვიდრე საქართველოში პარლამენტში იმ მონა დეპუტატებს, რომელთაც ივანიშვილის დაკვეთა შეასრულეს და ჩააგდეს პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა ნადირაძემ.

მცხეთის დროებით იზოლატორთან თანაგუნდელს ზაალ უდუმაშვილიც დახვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ნადირაძე არის მაგალითი როგორ შეიძლება, არაფრის გამო, გახდე პოლიტიკური პატიმარი.

„ჩვენ ვუყურებთ როგორი დევნა მიდის ოპოზიციის მიმართ. ნადირაძე არის ერთ-ერთ მაგალითი თუ როგორ შეიძლება გახდე პოლიტიკური მსხვერპლი არაფრის გამო, იმისთვის, რომ აქციაზე იყავი და შენს პოზიციას გამოხატავდი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები, ივანიშვილი ვერ შეგვაშინებს და ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნადირაძ 18 ნოემბერს, რუსთაველზე მიმდინარე აქციის „ერთად ერთის წინააღმდეგ“ დარბევისას გიგა მაქარაშვილთან, ზუკა ბერძენიშვილთან და სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს.

 

 


close დახურვა