logo
ENG



ციხის მთავარი ექიმი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

14 ნოე 202120:28
3 წუთის საკითხავი
 

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი მანანა ელეფტეროვა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ყველა დანიშნულ მედიკამენტს იღებს.

"სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს ის.

მისი თქმით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, ტყუილია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება წითელ ზონად გამოცხადდა. ის კოლეგებს მოუწოდებს, "სიტუაციის დრამატიზებისგან" თავი შეიკავონ.

სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.


close დახურვა