logo
ENG



ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობამ მალტაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია

27 ნოე 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
piebgcxhovkqe27.jpg

ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობამ, ორი წლისთავზე, მალტაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია. მოსახლეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს კვერცხები დაუშინეს.

პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თანამდებობა დატოვა პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს ტურიზმისა და ეკონომიკის მინისტერბმაც.

ოპოზიციონერი დეპუტატების საპროტესტო შეძახილების გამო ჩაიშალა პარლამენტის სესიაც. მალტელი ჟურნალისტი, რომელიც მთავრობაში კორუფციულ საქმეებს იძიებდა, 2017 წელს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. 


close დახურვა