ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში 1985 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
35 წლის მამაკაცმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.