logo
ENG



ცოლის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

09 ოქტ 202219:57
3 წუთის საკითხავი
 
ცოლის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში ცოლის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა