ავტობუსში ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ფსიქოლოგები მუშაობენ ორ მცირეწლოვან ბავშვთან, რომლის თვალწინაც მამამ დედას, ბრალდების ვერსიით, ჯერ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. შემთხვევა 21 მაისს მოხდა.