logo
ENG



ცოტნე გამსახურდია: პატრიარქი ყოველთვის ლოცავს მას, ვისაც ძალა და ფული აქვს

02 ნოე 201913:43
3 წუთის საკითხავი
 
ly1nu23s9xm80kt.png

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ Facebook-გვერდზე პატრიარქის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მისი თქმით, პატრიაქრქი ყოველთვის ლოცავს მას ვისაც ძალა  და ფული აქვს.

გამსახურდიას პოსტს უცვლელად გათავაზობთ:

ბრმევლი ამბობს, პეტრე ცაავა მიშისტი და ახალაიების მეგობარი იყოო. და ახალაიებს რომ ყოველ წელს ლოცავდა საჯაროდ, და ერთერთს რაღაც ორდენიც ჩამოჰკიდა, ილია მეორე არ იყო? და მიშა სააკაშვილის დროს არ გაეზარდა ეკლესიას დაფინანსება? არ გადაეცა უამრავი ქონება და არ დაურიგდათ საჩუქრად მრავალათასიანი მაქანები?

პირადად მე რამდენჯერ ვთხოვე, ვეხვეწე, ვემუდარე - გვიშველე, უწმინდესო, ხომ ხედავ რა ხდება, ხმა ამოიღე-მეთქი... ორჯერ იყო ჩემთან მოსული ილია მეორე გლდანის ციხეში! მოშიმშილეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს კიდევ კიდევ მქონდა ილუზია, რომ ჯაბას და შევარდნაძის ძველი მეგობარი რამეს გააკეთებდა ადამიანებისთვის. საპასუხოდ - "ღმერთმა დალოცოს ბაჩო ახალაია" - ვიღებდით...

დიდი ისტორიაა, ამაზე ვილაპარაკებ დეტალურად ოდესმე... ახლა, მცირე ხნის უკან არ გადაუსვა თავზე ხელი ბავშვების თვალების დამთხრელს და არ დალოცა?! ასეა, ყოველთვის ლოცავს მას, ვისაც ძალა აქვს, ვისაც ფული აქვს, ლოცავს , აჯილდოებს ჯალათებს... სხვანაირად ქონებას და "ავტორიტეტს" როგორ შეინარჩუნებს ამ დაბნელებულ ქვეყანაში?!- წერია ცოტნე გამსახურდიას პოსტში.

 


close დახურვა