logo
ENG



ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

19 დეკ 201920:17
3 წუთის საკითხავი
 
qqqqp58qrsxydas.jpg

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. როგორც „ფორმულას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, გამსახურდიას ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა და სასწრაფოს მოსვლის დროს ის უგონოდ იმყოფებოდა. 

„ჩხუბი და ხმაური იყო. გასროლის ხმა არ იყო. კისრის არეში დაჭრეს. თანამშრომლები ვართ პროფილაქტიკაში. ცოტნეს მოუვიდა ეტყობა ჩხუბი. ერთი საათის წინ მოხდა. როცა წაიყვანეს უგონოდ იყო. მთელი უბანია თვითმხილველი“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ინფორმაცია „ფორმულას“ შსს-ში დაუდასტურეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გამსახურდია მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ჟურნალისტებს ცოტნეს ძმამ კონსტანტინე გამსხურდიამ განუცხადა, ჭრილობა ცივი იარაღითაა მიყენებული.

„რამე რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, მეცოდინებოდა. როგორც მითხრეს მარტო იყო, მაგრამ დეტალებში გავერკვევი და მერე მოგახსენებთ. პირველადი მონაცემებიდან გამომდინარე, ეს დანისებრი საგანია. საკმაოდ საშიში ჭრილობაა, დაველოდოთ რას იტყვიან ექიმები. ჭრილობა გულ-მკერდის არეშია“, - განაცხადა გამსახურდიამ.


close დახურვა