გაიზრდება თუ არა ცოფის შემთხვევები ხონში? მუნიციპალიტეტში ერთთვიანი კარანტინისა და სავალდებულო აცრებისთვის ემზადებიან. მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც 3 ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა, იკვლევენ სხვა კონტაქტსაც. დაკბენილი მოზარდების გარდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ორი წლისაა, ძაღლს შეხება 12 პირთან ჰქონდა. ბოლო პერიოდში ცოფი დადასტურდა მარტვილში, ქუთაისში, კარანტინი გამოცხადებული იყო ამბროლაურში.