logo
ENG



ცქიტიშვილი: 20 ივნისის ღამეს ბიძინა ივანიშვილი მთავრობასთან ხაზზე არ ყოფილა

03 აპრ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

რეგიონალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 20 ივნისის ღამეზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ბიძინა ივანიშვილის კავშირზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხელისუფლებასთან იმ პერიოდში კონტაქტზე არ იმყოფებოდა.

„20 ივნისის ღამეს ბიძინა ივანიშვილი მთავრობასთან ხაზზე არ ყოფილა. ყველა ის უწყება მუშაობს კანონისა და რეგლამენტის დაცვით. როდესაც ამა თუ იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი გასცემს ბრძანებას ან იღებს გადაწყვეტილებას, ის ადამიანი მოქმედებს კანონის შესაბამისად. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა კითხვა და სპეკულაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ჩართვა ამ კონტექსტში ატარებს პროვოკაციულ ხასიათს, რომელსაც მთავარი არხი მისდევს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


close დახურვა