logo
ENG



ცქიტიშვილი: პირბადეების ხმარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

03 ნოე 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
7d27baopvo13xmb.jpg

ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხვალიდან, 4 ნოემბრიდან პირბადეების ხმარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. 

"დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ღია სივრცეებშიც. ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს რის 20 ლარი. ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ინფიცირებისგან იცავს არის პირბადე", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამ დროისთვის,  ქვეყანაში ვირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 დაიღუპა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253. 2 264 პაციენტი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა