ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საწოლფონდის პრობლემები არსებობს.
მისი თქმით, ამოცანაა საწოლების დროული გათავისუფლება და სწრაფი მობილობა.
"ამ ეტაპზე, საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები არის ბუნებრივია. ჩვენ ყველამ ვიცით თავისუფალი სივრცეები ბევრი არ არის, თუმცა, საწოლფონდის ეს რაოდენობა ამ ეტაპზე მართვადია. საწოლფონდი არსებობს, ხელმისაწვდომია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული რგოლია ჩართული, ეს არის დროული გამოთავისუფლება და საწოლ ფონდის სწრაფი მობილობა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ, როდესაც უცხოეთში ინფიცირებულების 10-15 % საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ჩვენ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ინფიცირებულების დაახლოებით 30%-ია". - თქვა მან.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 2 754.ჩატარდა 12 594 ტესტი.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 54 852-ია.
ინფიცირებულთა დიდი ნაწილი სახლებში მკურნალობს.