logo
ENG



ცქიტიშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: პოლიციელების რეაგიება ბუნებრივი იყო

03 აპრ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 

"ბუნებრივი იყო, სამწუხაროდ იყო ის რეაგირება, რაც პოლიციელების მხრიდან მოჰყვა",-ასე ეხმაურება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშილი 20-21 ივნისის მოვლენებს. უფრო ზუსტად კი მინისტრმა სახალხო დამცველის ანგარიშის ის ნაწილი შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციელთა მხრიდან რეზინის ტყვიების მოხმარება არ ყოფილა მთავრობის დავალება. 

"ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი გაცემული გვაქვს ჯერ კიდევ 21 ივნისს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ როცა პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი, იმ ადამიანებს, პოლიციელებს, რომელთა ჯანმრთელობას რისკი ადგებოდა, გარდაუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება დაეცვათ საკუთარი თავი. ასევე, მგონი ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ პოლიციელეზე ხორციელდებოდა შტურმი და ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს მათი დაცვის ზონიდან. ამიტომ ბუნებრივი იყო, სამწუხაროდ იყო ის რეაგირება, რაც პოლიციელების მხრიდან მოყვა",-განაცხადა ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ასეთ შემთხვევას მოჰყვა ტრაგიკული გამოვლინება, მაგრამ ყველათვის თვალსაჩინოა, რომ რეზინის ტყვიები მიზანდასახულ ხასიათს არ ატარებდა.

"ეს იყო პოლიციელების რეაქცია და არ იყო არც მინისტრის ამ მისი მოადგილის გადაწყვეტილება. ამ ადამიანებს ჰქონდათ უფლება განსაკუთრებულ ვითარებაში ამგვარად ემოქმედათ. მიხარია რომ ანგარიშში ეს შესაბამისადაა შეფასებული",-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა და მასში ერთ-ერთი ნაწილი სწორედ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებებია აღნიშნული. 


close დახურვა