logo
ENG



ცქიტიშვილი გუდაური-ბაკურიანზე:ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ მიყვება ბიზნესს

09 იან 202011:26
3 წუთის საკითხავი
 
vwhhslabdygz8ua.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზამთრის კურორტებზე შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებს შეეხო და განაცხადა, რომ მცდარი წარმოდგენა იქნა შექმნილი, რომ მთელ კურორტებს, გუდაურსაც და ბაკურიანსაც, სრული მოცულობით ჰქონდათ წყალმომარაგების პრობლემა. 

ცქიტიშვილის თქმით, დღეს სრულად აღდგება ბაკურიანის წყალმომარაგება.

„რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, როდესაც წყალმომარაგებაზე ვსაუბრობთ ორივე კურორტზე, სამწუხაროდ, მცდარი წარმოდგენა იქნა შექმნილი, რომ მთელ კურორტებს, გუდაურსაც და ბაკურიანსაც, სრული მოცულობით ჰქონდათ წყალმომარაგების პრობლემა. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, შეექმნა სასტუმროების ნაწილს და მხოლოდ ნაწილს. გუდაურში დღეის მდგომარეობით ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი. რაც შეეხება ბაკურიანს, დილიდან დაიწყო პრობლემური სასტუმროების წყალმომარაგება და მიმდინარეობს ეხლაც უშუალოდ სასტუმროების ტერიტორიებზე. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ დღეს სრულად აღდგება ბაკურიანის წყალმომარაგება.

"რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ობიექტური მიზეზია გარემო, რაც გვაქვს - უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების შემცირება, რაც არის საჭირო გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება გაზრდილ მოთხოვნებსა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობას, მხოლოდ ბაკურიანში 2019 წელს დაგვემატა 800-მდე ახალი აბონენტი, საიდანაც 200-ზე მეტი იიყო სასტუმრო განთავსების ობიექტი. ეს არის დამატებითი ზეწოლა იმ წყალმომარაგებაზე რაც გვაქვს. იგივე პირობები გვაქვს გუდაურში - რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა „რედკოს“ დასახლებას. შესაბამისად,ს აჭიროა იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მზარდ მოთხოვნას უპასუხებს. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ მიჰყვება ბიზნესს. ამაზეც დაწყებულია აქტიური მუშაობა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემებია. კვირაზე მეტი მოსახლეობისა და სასტუმროების ნაწილი წყლის გარეშე იყო დარჩენილი.


close დახურვა