logo
ENG



ცქიტიშვილი კონტრაქციებზე: ასე აფასებთ მხოლოდ ჟურნალისტები და ხანდახან EMC

11 დეკ 201915:53
3 წუთის საკითხავი
 
xjtxkjjwrnkg2aa.jpg

მაია ცქიტიშვილი რეგიონებიდან საჯარო მოხელეების მობილიზებას გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერის თქმით, ხელოვნურ დაპირისპირებაზე მხოლოდ ჟურნალისტები და არასამთავრობოები საუბრობენ. მისივე განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი აქცია ეძღვნება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევას.

„რაც შეეხება 14 დეკემბრის აქციას - ეს ემსახურება ჩვენი თავმჯდომარეობის აღნიშვნას, ახალგაზრდები აქამდეც გეგმავდნენ არაპოლიტიკური აქციის გამართვას. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით არის დაგეგმილი აქციის ჩატარება. მე უარვყოფ ყველა იმ შეფასებას, რომ თითქოს ხდება საჯარო მოხელეების მობილიზაცია - ეს ჩვენ არ გვჭირდება. ასე აფასებთ მხოლოდ თქვენ და ხანდახან EMC. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გავიდეს.", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებიდან საჯარო მოხელეების მობილიზების შესახებ განცხადებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ. 


close დახურვა