logo
ENG



ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად

15 დეკ 202120:39
3 წუთის საკითხავი
 
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 9 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ადამიანების შესახებ განცხადებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად". 

რეჟიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან 1977 წელს დაბადებული კახაბერ ნათაძე და 1983 წელს დაბადებული ვლადიმერ კანიაშვილი

კგბ აცხადებს, რომ ერთ-ერთ მათგანს თან მარიხუანაც აღმოაჩნდა. 

მათ მიმართ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე, საზღვრის უკანონო გადაკვეთის და 229.1 - ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ "საზღვრის" დამრღვევები დაისჯებიან, მათ შორის, დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში, როგორც ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების წევრები".

მართალია, განცხადებაში არაფერია ნათქვამი ყოფილ ჯარისკაცზე, მამუკა ჩხიკვაძეზე, რომელიც ასევე დაკავებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ომის დანაშაულების შესახებ ჩანაწერი, სავარაუდოდ, მას მიემართება. 

მამუკა ჩხიკვაძე შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა, ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. რადიო თავისუფლების ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის ციხეში ჩხიკვაძის ცემის შესახებ. გამოცემას ასევე წყარო ეუბნება, რომ ჯარიდან წასვლის შემდეგ ჩხიკვაძემ სხეულზე შავნაბადას ბატალიონის ლოგო ამოისვირინგა, რაც საფრთხეებს ერთი-ორად ზრდის. 


close დახურვა