logo
ENG



ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის გამო 60 ქვეყანასთან ე.წ. საზღვარს კეტავს

03 მარ 202008:46
3 წუთის საკითხავი
 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად  ტერიტორიაზე დარჩენილ ახალგორის მაცხოვრებლებს კარანტინში მოათავსებენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება, ე.წ.  გამშვებ პუნქტის „რაზდახანის" გავლით, სპეციალური სიების მიხედვით  მოხდება.

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ 14-დღიან  კარანტინში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით  დაკავებული პირებიც მოხვდებიან.  გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი 60 ქვეყნისთვის დახურა.  საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სიაში  რუსეთს არ შედის.  


close დახურვა