ორთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა. საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 25 აგვისტოს დააკავეს. ხეთერელი ერგნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს. გვიან ღამემდე მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში.