logo
ENG



ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პოპულაციების მართვის ცენტრს აშენებს - ბიუჯეტი 727698 ლარი

15 თებ 202418:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/eebb61rwl8rz172.jpg

მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტი 727698,35 ლარი დაჯდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი შპს ბილდკინგსია.

პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო გაყვანილობის სისტემებით.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ. თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება.

ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარე წელს დასრულდება.


close დახურვა