"ერთი ქილა მორიელი შევაგროვე ოთახში" - უყვებიან ფორმულას ჩაქვის დევნილთა დასახლებაში. ასამდე ოჯახი ყოფილი სკოლის შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ავარიული, დაზიანებული შენობის ოთხივე სართული სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმე სურათია სარდაფში. დევნილები დახმარებას და შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ.