ძალადობა მოსწავლეზე - ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს, ჩანს, რომ პედაგოგი ბავშვს ფიზიკურად ეხება.
შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.
მომხდარის შესახებ ეცნობა ქუთაისის რესურსცენტრს, დაწყებულია მოკვლევა.
ადმინისტრაციის განცხადებით, მოკვლევის დასრულებამდე მასწავლებელი გაკვეთილებზე არ დაიშვება.
გაფრთხილება - ვიდეო შეიცავს სენსიტიურ კადრებს:
