მორიგი ძალადობა ფორმულას გადამღებ ჯგუფზე. აგრესიული პირი, დანით, მუქარით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტ რატი წვერავას დაესხა თავს. ეს პირი წართმეული მიკროფონით კამერასთან მივიდა, რამდენიმე წინადადება წარმოთქვა, შემდეგ კი მიკროფონი გადააგდო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოპერატორსაც.
ძალადობა ფორმულას გადამღებ ჯგუფზე
24 აგვ 202220:53
3 წუთის საკითხავი