logo
ENG



ძალადობენ ჩვენზე, საჭმელს გვიზღუდავენ - სავარაუდო ძალადობის ფაქტი გორის ბავშვთა სახლში

24 აგვ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი სავარაუდო ძალადობის ფაქტი - გორში ბავშთა სახლის აღსაზრდელები ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ.

არასრულწლოვნები ამბობენ, რომ ერთ-ერთი აღმზრდელი მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სისტემატიურად აყენებდა.

"ძალადობენ ჩვენზე. ერთ-ორი ფაქტი ჩემს ძმაზე იყო. სავახშმოდ რომ ვსხდებით, საჭმელს გვიზღუდავენ. გვიყვირიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ თითოეულ ბავშვს", - აცხადებს ერთ-ერთი აღსაზრდელი.

თანამშრომლის წინააღმდეგ მათ პოლიციას უკვე მიმართეს. არასრულწლოვნები დაკითხეს და მათი ჩვენებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

აღსაზრდელები, ასევე, ამბობენ რომ ბავშვთა სახლში მწირია კვების რაციონიც, რის გამოც ხშირად მშიერი ყოფნა უწევთ. თავშესაფრის მენეჯერები კი  აცხადებენ, რომ აღსაზრდელები ბავშვთა სახლში დაწესებულ შინაგანაწესს ვერ ეგუებიან და ბრალდებებს ამიტომ აყენებენ.


close დახურვა