ძალადობის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.