logo
ENG



ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ტაბულას მისამართს არკვევს

22 დეკ 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ტაბულას მისამართს არკვევს

ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია გამოცემა ტაბულას მისამართს არკვევს. 

მან ფეისბუქზე დაწერა: 

"ტაბულას ოფისი სად არის? ვინმემ თუ იცით, დაწერეთ რა. ოღონდ 100%-ით ვინც იცით".

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას სავარაუდო მისამართი დაუწერა, რაზეც მორგოშიამ უპასუხა: 

"მადლობა, მანდაც ვნახავ". 

ტაბულა შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიის თანამშრომლების უსაფრთხოება.  

კონსტანტინე მორგოშია 5 ივლისს, ჰომოფობიურ ნიადაგზე, მედიასა და აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ხელისუფლებას ის არ დაუსჯია, ისევე, როგორც ძალადობის არც ერთი სხვა ინიციატორი. 

დღეს, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 ადამიანი გირაოთი 5000-5000-ლარიანი გაათავისუფლა


close დახურვა