logo
ENG



ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერი ზურა მახარაძე პროკურატურაში დაიბარეს

29 თებ 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/yk8j2tgpm8w7xeq.png

პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე დღეს, 29 თებერვალს თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. უწყებაში ის 13:00 საათზე იყო დაბარებული.

ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას 2021 წლის 5 ივლისის საქმეს უკავშირებს.

თუმცა ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსებს ეხება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა. ფაილებში არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებზე.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აწარმოებს.


close დახურვა