logo
ENG



ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა - შაბათის ფორმულა

02 მარ 202419:57
3 წუთის საკითხავი
 

10 წელი ამანათით მიღებული ნარკოტიკული საშუალების გამო. შაბათის ფორმულაში ნახავთ ექსკლუზიურ კადრებს, საქმის მასალიდან. ნახავთ კიდევ ერთ გზას,  როგორ შემოდის ქვეყანაში უკონტროლოდ ნარკოტიკები. ბოლო წლებში თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები - სავსეა დაბინძურებული და სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა ფსიქოტროპული თუ ნარკოტიკული საშუალებებით. თითქმის არ არსებობს სადარბაზოები, სკვერები, მიტოვებული შენობები - სადაც გასაყიდად გადამალული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები არ ინახება. ასეთმა უკონტროლო გავრცელებამ, ქვეყანა იქამდე მიიყვანა რომ - ზედოზირებით თუ დაბინძურებული ნარკოტიკის მოხმარებით - გაიზარდა მსხვერპლების რაოდენობაც. საგანგაშოა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც გაახალგაზრდავდა - მომხმარებელთა ასაკი. 


close დახურვა