logo
ENG



ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვეს

24 ოქტ 201909:35
3 წუთის საკითხავი
 
be932ujjdj2a2zw.png

23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა. 61 და 67 კილოგრამ წონით კატეგორიებში გოდერძი ბერდელიძემ და გოგა ჩხაიძემ იასპარეზეს.

ბერდელიძემ ატაცში 125 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში კი 153 კილოგრამის აწევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში დაგროვილი 277 კილოგრამით ჩემპიონობა იზეიმა. სამი მედალი დაიმსახურა გოგა ჩხაიძემ. მან ატაცში 135 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაო აიღო, აკვრაში კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში ჩხაიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.


close დახურვა