ძაღლზე ძალადობაში ბრალდებულ გალიფ გუიუშოვს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ კაცი გუშინ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.